ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას ეხმაურება

“ეს არის დაუჯერებელი, რომ 28 დღის მანძილზე მთავრობიდან არავინ ამის შესახებ არ იცოდა,” – ასე გამოეხმაურა ფოთში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი. ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ანაკლიის პროექტი დააზიანა და უკან დახია. ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პროექტის შეფერხება კონკრეტული ძალებს ინტერესებშია, მათი ნაწილი კი ხელისუფლებაშია. მან კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ასევე ხელისუფლებაში არიან, რომლებმაც ეს კონკრეტული პროექტი განახორციელეს, რომელმაც ანაკლიის პროექტი უკან დახია,“-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ამ ფაქტმა გამოიწვია ინვესტორების და ბანკების შეშფოთება და ეჭვქვეშ დადგა ნდობის საკითხი.

„ნდობის მომენტი დაზიანებულია და მთავრობამ უნდა იღონოს ყველაფერი, რომ ჩვენ ბანკებთან და საკვანძო მოთამაშეებთან მაქსიმალურად გაარკვიონ, რომ ეს იყო შეცდომა და აღადგინონ ურთიერთობა,“-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართის გაცემასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებასაც გამოეხმაურა. ლევან ახვლედიანის თქმით, მისთვის გაუგებარია მინისტრის განმარტება, რომ ამ ნებართვის გაცემის შესახებ თურნავამ არ იცოდა.

banner
წინა სტატიაშიპირადი საკითხი იყო – ყავლაშვილი გოგიჩაიშვილთან დაპირისპირებაზე
შემდეგი სტატია,,ტოტალური ქაოსია”-ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოთში ახალი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემა/გაუქმებაზე საუბრობს