ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიიდან შენებელ კომპანიას სამშენებლო ტექნიკის დარჩენილი ნაწილი გააქვს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიიდან შენებელ კომპანიას სამშენებლო ტექნიკის დარჩენილი ნაწილი გააქვს. სატვირთო მანქანების უმრავლესობა დატვირთულია და ნაწილი შევსებას ელოდება. ჰოლანდიური კომპანია “ვანოორდი ” ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია მსოფლიოში, რომელმაც საბოლოოდ უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე და ტექნიკის დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიის მიმართ უხეში დამოკიდებულებითა და ტყუილებით სახელმწიფომ თუ კონსორციუმმა, ვანოორდს პროექტის დატოვების საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინეს.ადგილობრივები ამბობენ, რომ ანაკლია ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას და საკურორტო ზონას პორტის დაუსრულებელი მშენებლობის გამო დატბორვა ემუქრება.“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ვანოორდს ამჯერად საწრეტი მილები გააქვს, კონსორციუმი მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს.მთავრობის გადაწყვეტილება შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.სწორედ ეს გახდა კომპანია ვანოორდის მიერ ტექნიკის დემონტაჟისა და გატანის მიზეზი.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის პატივია, ვიმსახურო საქართველოში აშშ-ის ელჩად
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ოცნების გასაიდუმლოებული კვლევის კიდევ ერთი ცხრილი