ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინურური კომპანიების მონაწილეობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

ჩინეთის მთავრობა ადასტურებს თავის მხარდაჭერას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობისადმი. ეს განცხადებები პეკინში, საქართველო – ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე გაკეთდა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სხდომაზე რამდენიმე სხვა პრიორიტეტული მიმართულებაც განიხილეს. მათ შორის, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხიც.

“დღეს ჩვენ 800 მილიონიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, ხოლო ჩინეთთან ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის შემდეგ, ეს უკვე იქნება დაახლოებით, 2 მილიარდ 200 მილიონის მოსახლეობაზე ხელწვდომა. რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ გვექნება ახალი დასაქმება,” – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმომავალი წლიდან თბილისში სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე 150 ახალი ავტობუსი შემოვა
შემდეგი სტატია“პოლიციას და სამართალდამცველებს ეშინიათ კრიმინალის” – აკაკი მინაშვილი