ანაკლიაში “ტეტრაბლოკებს” შორის კამეჩი გაიჭედა

ანაკლიის სანაპიროს ტერიტორიაზე,ტეტრაბლოკებს შორის კამეჩი გაიჭედა.კურორტის მაცხოვრებლები ოთხი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მის ამოყვანას. ადგილზე მიჰქონდათ საკვებიც.მოსახლეობამ დახმარებისთვის ანაკლიის მაჟორიტარ დეპუტატს დათა შელიას მიმართა. მაჟორიტარის და საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ძალისხმევით მოახერხეს კამეჩი-ჩელას გათავისუფლება დაყრილი ტეტრაბლოკებიდან. როგორც მოსახლეობა ამბობს,ამ ხნის განმავლობაში კამეჩი მედგრად იყო. მისი ამოყვანა უვნებლად მოხდა. ანაკლიელები ახლა კამეჩის პატრონს ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შონია გარდაბნის თბოელექტრო სადგური, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების განსამტკიცებლად
შემდეგი სტატიამაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება