ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნის კონცერტისთვის ზუგდიდის მერია ჯგუფ ურსას ბიუჯეტიდან 30 000 ლარს გადაუხდის.
ინფორმაციას გამოცემა BM. ge ავრცელებს და წერს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, დათო კოდუას მიერ 2026 წლის 18 ივნისს გამოცემული ბრძანების თანახმად, შესყიდვა გამარტივებული საშუალებით, ექსკლუზიური უფლებამოსილებით განხორციელდება.
როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯგუფ „ურსას“ წევრები: გიორგი ძოწენიძე, გიორგი გრიგალაშვილი, ლევან ფერაძე, კობა შენგელია და შოთა ქვარცხავა რეგისტრირებულნი არიან ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია „IPOA”-ში (ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია). 2026 წლის 25 მაისს გაცემული შესაბამისი ცნობით დასტურდება, რომ მუსიკალურ ჯგუფს აღნიშნულ პროგრამაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნია















