ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ეტაპზე გადავიდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V.-ის გემი უკვე საქართველოს ტერიტორიულ წყლებშია და ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება: ფსკერის 17.5 მეტრამდე დაღრმავება; 1 400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელის მოწყობა.
აგვისტოს ბოლოს სამუშაოებს კომპანიის კიდევ უფრო დიდი ხომალდი შეუერთდება. პროექტი შესაძლებლობას მისცემს ანაკლიის პორტს, შავ ზღვაში მცურავი უმსხვილესი კონტეინერმზიდები მიიღოს.














