ანაკლიაში პორტის ტექნიკური დეტალების განხილვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და „კონტი ჯგუფის ვიცე“ პრეზიდენტი დაესწრო

ანაკლიაში პორტის ტექნიკური დეტალების განხილვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და „კონტი ჯგუფის ვიცე“ პრეზიდენტი დაესწრო

ანაკლიაში პორტის ტექნიკური დეტალების განხილვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და „კონტი ჯგუფის ვიცე“ პრეზიდენტი დაესწროანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტექნიკურ დეტალებს ადგილზე განიხილავენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგს, პორტის მშენებელი კონსორციუმის ამერიკული პარტნიორი კომპანია „კონტი ჯგუფის“ ვიცე პრეზიდენტს პოლ ფორსს, „ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM”-ის ფინანსურ დირექტორს ზურაბ ფიჩხაიას, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსთან, ზუგდიდს გამგებელთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა.
შეხვედრაზე ტექნიკური დეტალები, პორტის განვითარების ეტაპები, ინდუსტრიული ზონის ტერიტორია, მოქალაქეების დასაქმების, მუშახელის გადამზადების საკითხები და სხვა თემები განიხილეს. პორტის მშენებლობის ეტაპზე პირდაპირ 3400 ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ უშუალოდ პორტში მუდმივად 6400 ადამიანი იმუშავებს.
შეხევდრის დსრულების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორმა სტუმრებს უშუალოდ ის ტერიტორიები დაათავლიერებინა სადაც პორტის მშენებლობა მოხდება.
ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.
პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის საზღვაო ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო. პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალ ინდუსტრული ზონა და აშენდება რკინიგზა.
ამასთან ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „გეოგრაფიკმა“ უკვე დაასრულა იმ მიწის ნაკვეთბის და შენობა ნაგებობების აღწერა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა. ასეთი კი ათასამდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა ნაგებობაა, აქედან საცხოვრებელი 110-მდე ობიექტია. მესაკუთერეებისგან მიწის გამოსყიდვა კანონით დადგენილი ნორმებით და საბაზრო ფასებით მოხდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით 2014 წლის 5 აგვისტოს გამოაცხადა.
ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” (Anaklia Development Consortium) მიმდინარე წლის თებერვალში გაიმარჯვა, რომელიც თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძლებული კომპანიაა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი სასაცილო, ყოყლოჩინა მერი, კვლავ განაგრძობს სასაცილო განცხადებების გაკეთებას”
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურას გაეროს დელეგაცია ეწვია