ანაკლიაში პოლიციის უფროსი 23 წლის ახალგაზრდას დაეჯახა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი 23 წლის ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.

დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, ის კატასტროფის ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “თაიმერის” კორესპოდენტს დაშავებულის ახლობლებმა განუცხადეს, ანაკლიის პოლიციის განყოფილების უფროსი “მერსედესის” მარკის ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. შემთხვევის დროს სალომე აჩიქავასთან ერთად მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა დედამ ბავშვის გადარჩენა მოახერხა, თვითონ კი ავტომობილი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, პაპუნა დიდიშვილი პოლიციაშია გადაყვანილი. “თაიმერი” დეტალების გარკვევას შს სამინისტროში ამ წუთებში ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები “კალა კაპიტალისგან” თანხის ჩარიცხვას უარყოფენ
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ,,თავისუფალ დემოკრატებს დიდი ძალა გვიერთდება”