ანაკლიაში, ფესტივალის ერთი მონაწილე გარდაიცვალა

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES -ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ამასთან, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა.
როგორც სულხან ორჟონიამ განაცხადა, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
“ანაკლიის ტერიტორიიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა. მათგან ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო. გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა, მისი მდგომარეობა ჩატარებული მკურნელობის შემდეგ გაუმჯობესდა და ის უკვე გაეწერა”, – განაცხადა ორჟონიამ.
ანაკლიის ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევქმენით არაერთპარტიული საკონსტიტუციო დოკუმენტი-გიორგი მარგველაშვილი