ანაკლიაში, ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ანაკლიაში, ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს.

როგორც შსს-დან იუწყებიან , პოლიციამ 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3- ქურდობის ბრალდებით დააკავა.

„სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამი დაკავებულისგან კი ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით და 177-ე მუხლით მიმდინარეობს’’, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციას, ასევე რესურსცენტრების ხელმძღვანელებს სექტემბრიდან ანაზღაურება ეზრდებათ
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს სასაუბროდ ტელეეთერში იწვევს