ანაკლიაში ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

,,თაიმერის” ეკსკლუზიური ინფორმაციით ანაკლიაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულებს დიდი ოდენობით ”სუბოტექსი”აღმოაჩნდათ.

დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს

banner
წინა სტატიაში“საოკუპაციო ხაზზე ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით”
შემდეგი სტატიაშტორმის გამო შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია