ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად
სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე
ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა- ამის შეხებ timer-ს სამინისტროდან აცნობეს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის
შედეგად ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის 2 და საქართველოს 2
მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ.
და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985
წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის
ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებულია, დანიშნულია
შესაბამისი ექსპერტიზები.
 როგორც შსს-ში აცხადებენ,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით  მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება,
შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
banner
წინა სტატიაშიჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შემდეგი სტატიაგემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში