ანაკლიაში ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადებზე“ დასწრება თავისუფალი იქნება

ანაკლიის ციხესიმაგრეში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 30 აგვისტოს გაიმართება.

სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ღამის სერენადები” 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართება. მისი სლოგანიც შესაბამისია – „ღამის სერენადები – ყველაზე ახლო აფხაზეთთან“.

სპეციალური სცენა მდინარე ენგურზე დამონტაჟდა, სადაც ლიანა ისაკაძე, მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესი კლასისური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება და ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას კონცერტზე დასწრების საშუალება ექნება.

„ღამის სერენადებზე“ მიწვეული იქნებიან მუსიკალურ სასწავლებლების პედაგოგები, თეატრების, მუზეუმების და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები.

ღამის სერენადები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება.

ღონისძიების სპონსორები არიან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი,“ „კოკა-კოლა“ და „პალმ ბიჩია“.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის განცხადება ტ. წითელაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის ფაქტზე
შემდეგი სტატიაიტალია: ფოტოები მიწისძვრამდე და შემდეგ