13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ანაკლიაში ბანაკის გახსნისას მინისტრს არც აფხაზეთი უხსენებია, არც აფხაზეთელები – თამარ ბელქანია

წალენჯიხის ვიცე-მერი თამარ ბელქანია აცხადებს, რომ ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკის გახსნაზე, განათლების მინისტრს არც აფხაზეთი უხსენებია და არც აფხაზეთიდან დევნილები:

“ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც წელს 3000-მდე სტუდენტს უმასპინძლებს განათლების მინისტრმა გახსნა.
მის მისასალმებელ სიტყვაში აფხაზეთის და აფხაზეთელების ხსენებაც არ ყოფილა.
ხომ უნდა მოახერხო, იყო ანაკლიაში შეხვდე სხვადასხვა უნივერსიტეტების ( ამ შემთხვევაში ტექნიკური უნივერსიტეტი) სტუდენტებს და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ხმა არ დაგცდეს, არ ისაუბრო ანაკლიის როლზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგებაში, არ ახსენო ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტთა პრობლემებზე. არ გააჟღერო, რომ აფხაზეთი საქართველოა.

განათლების სისტემა სტრუქტურულად ხომ დაშალეს და ახლა მიმდინარეობს მომავალი- თაობების ცნობიერებიდან აფხაზეთის უბრალოდ გაქრობა.
აქვე, ჩვენს თვალწინ, იქ სადაც ყველაზე მეტად ხილული და ხელშესახებია აფხაზეთი აფხაზეთის უარყოფას ვხედავ!
არადა, აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ანაკლია აუცილებლად შეასრულებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში გადამწყვეტ როლს და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში!”, – წერს თამარ ბელქანია.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მოქალაქეებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიალონდონი განიხილავს, მათ შორის, სანქციების დაწესებას ივანიშვილისთვის – თინა ბოკუჩავა