ანაკლიაში ამ დროისთვის ქვიშის ქარია

ანაკლიაში ამ დროისთვის ქვიშის ქარია. საკურორტო ზონა შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს, რადგან, როგორც მოსახლეობა ამბობს, ქარიან ამინდში ტერიტორიაზე ქვიშის ქარი დგება, რის გამოც იქ ცხოვრება გაუსაძლისია, მიზეზი კი ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მშენებლობისას ზღვის ფსკერიდან ქვიშის ამოღებაა, რის შემდეგაც ადგილზე სამუშაოები შეჩერდა. მათივე თქმით, ნარჩენ ქვიშის მტვერთან გამკლავება კი ყოველ ქარიან ამინდში მოსახლეობას საკუთარი ძალით უწევს. ადგილობრივები ამბობენ,რომ თუ პრობლემა არ გამოსწორდა, ისინი ერთადერთ შემოსავლის წყაროს დაკარგავენ, რადგან მსგავს პირობებში ტურისტები ანაკლიაში არ ჩავლენ. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის 5 მილიონი კუბი ქვიშა ზღვის ფსკერიდან ამოიღეს და ამ ქვიშით 60 ჰექტარი ჭაობი დაფარეს.

სახელმწიფოს მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, მშენებლობა გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : რესურსი გვაქვს, რომ დეპუტატობის 20-25 ახალი კანდიდატი წარვადგინოთ საზოგადოების წინაშე