ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამის შესახებ “თაიმერს” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, კურორტზე ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები დაიგება, მოხდება საფეხმავლო ხიდთან არსებული კაფე-რესტორანის რეაბილიტაცია და ასევე აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი.

„რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ მინიფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს. მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება, სველი წერტილები, გასახდელები, დამონტაჟდება ახალი სანაგვე ურნები.

ანაკლიაში ინფრასტრუქტურის განახლება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საკურორტო ზონაში განსახორციელებელი სამუშაოები შპს „ანაკალია-განმუხური რესორტის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა“, – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაში17 თებერვალს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალში ავტომანქანების განბაჟება/რეგისტრაცია ვერ განხორციელდება
შემდეგი სტატიამთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს