ანაკლიას სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის პორტის პრობლემა – გახარია

ანაკლიას სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

,,ანაკლიის პროექტი არ ეკუთვნის არცერთ პირს, ის ეკუთვნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ანაკლიის პროექტთან დაკავშირებდით ვამბობდი, რომ მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორი. ანაკლიას სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა და უჭერს მხარს პროექტს და ასრულებს ყველა ვალდებულებას. ბოლო ქმედებები, რომლებიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არცერთი სერიოზული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი, პრაქტიკულად, არ დარჩა პროექტში”, – ამბობს გახარია.

banner
წინა სტატიაში“რაც მოვისმინეთ გია ვოლსკისგან, არ განსხვავდება ინაშვილის პოზიციისგან”
შემდეგი სტატია„შემდეგი თვეები არის გადამწყვეტი. ესენი არიან ჩამოსაშორებლები”-სააკაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა