ანაკლია-ზუგიდიდს გზაზე ევკალიპტებს და წიწვოვან ხეებს ჭრიან

ზუგდიდი-ანაკლიას ცენტრალურ გზაზე, ინგირის მონაკვეთთან წიწვოვან და ევკალიპტის მრავალწლოვან ხეებს ჭრიან. კეთილმოწყობის სამსახური განმარტავს, რომ მიზეზი გუშინ, გვიან ღამით, ამ მონაკვეთზე გაჩენილი ხანძარია. კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ხეები კი სრულად დაზიანებულია და ისინი გადაბელვას არ ექვემდებარება.
ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე ხანძარი ხელოვნურად, ხეების დასაზიანებლად გააჩინეს. ისინი ხეების ჭრას ზუგდიდიდან ბიძინა ივანიშვილის ბაღში კიდევ ერთი ხის გადატანას უკავშირებენ, რომელიც მოსახლეობის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე დღეს უნდა გაატარონ.
მოსახლეობას შეტყობინებაც მიუვიდა, რომ რომ ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგია რამდენიმე საათით შეუწყდება. ადგილობრივების თქმით, ელექტროენერგიის გათიშვაც სწორედ ხის გადატანას უკავშირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველა ხის გადატანისას მათ ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ იდენტური შეტყობინება ეგზავნებათ.

banner
წინა სტატიაშიინფრასტრუქტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი – ქვეყანაში თუ რამეა გაუმჯობესებული, ეს მედიაგარემოა