ანაკლია რომ არა, პოლიტიკაში არ წავიდოდი – ხაზარაძე

„ანაკლია რომ არა, პოლიტიკაში არ წავიდოდი“ – ამ განცხადებას „რეაქციაში“ მამუკა ხაზარაძე აკეთებს.
„ლელოს“ ლიდერის თქმით, რამდენიმე წინაპირობა იყო, რის გამოც მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ყველაზე დიდი კი ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო ხელისუფლების მხრიდან – “ანაკლიის ჩაგდებით გამოიკვეთა “ქართული ოცნების” რუსული საქმე”.

ანაკლიამდე იყო გავრილოვის ღამე. რატომ არ წავიდოდი პოლიტიკაში – ღრმად მწამს, რომ ანაკლიის დამთავრების საშუალება რომ მოეცათ და არ მოეკლათ ეს პროექტი, დღეს სხვა ქვეყანა ვიქნებოდით და ეს იქნებოდა ყველაზე დიდი პოლიტიკა, ყველაზე დიდი საქმე დღევანდელი მოქალაქეებისთვის, იქნებოდნენ უზარმაზარი საფინანსო ინსტიტუტები ჩართულები, ქვეყანას ექნებოდა სხვა ხარისხის უსაფრთხოების გარანტია. იმიტომ, რომ საოკუპაციო ხაზიდან 4 კილომეტრში ამხელა ფინანსების ჩადება და ამერიკული კომპანიების შემოსვლა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ვერავინ ვერაფერს გაბედავდა.
შესაბამისად, რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის ეს არის მნიშვნელოვანი – საიდან გააკეთებ, მე იდეაფიქსი კი არ მქონდა, პოლიტიკოსი მრქმეოდა, ბევრ საქმეს და კარგ საქმეს ვაკეთებდი,“ – ამბობს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს მე შევიწყალებდი, იმიტომ, რომ ჩემთვის ქვეყნის განვითარება უფრო მნიშვნელოვანია – ხაზარაძე
შემდეგი სტატიამივმართავ კითხვით პრემიერს, ივანიშვილს – თუ კრიმინალები ვიყავით, პროკურატურა თქვენს ხელშია, აღძარი რა საქმე – ხაზარაძე