ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 64 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, კარანტინსა და თვითიზოლაციაში
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის იმყოფება 64 პირი.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 229 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 935 მოქალაქეს. საერთო ჯამში ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1638 პირზე.

რაც შეეხება ანალიზების პასუხებს:გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გატეტსტილი 22 ნიმუშიდან, ყველა უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება (ზუსტი ციფრი ჯერ უცნობია).

banner
წინა სტატიაშიპლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო – 80 წლის კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიაარანაირი პროდასავლური ფრთა ეკლესიაში არ არსებობდა და არ არსებობს -გოჩა მირცხულავა