ანა წითლიძის მტკიცებით, ის ადამიანები, რომლებიც მათ თავს დაესხნენ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის მტკიცებით, ის ადამიანები, რომლებიც მათ თავს დაესხნენ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

„ოცნებამ“ იცის, რომ სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდში გამარჯვების შანსი არ აქვს და დარჩენიათ ეს ერთადერთი. ვინც დღეს თავს დაგვესხნენ, ვითომ ძველი ბიჭები, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ, ვიცნობთ თითოეულ მათგანს და ამ ადამიანების მეშვეობით და მსგავსი ძალადობით, ჰგონიათ რომ ამომრჩეველებს შეაშინებდა არ მივლენ არჩევნებზე.

ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ისე უყურებდნენ არჩევნებს და გადაწყვეტილი არ ჰქონდათ მისვლა, დაარწმუნეს, რომ უნდა მივიდნენ არჩევნებზე, ამ ინციდენტის შემდეგ“, – განაცხადა წითლიძემ გადაცემა “რეაქციაში“.

banner
წინა სტატიაშიმამა სპირიდონ ცქიფურიშვილი: კაცი რომ გენიტალიების მოიჭრის და იტყვის ქალი ვარო, არის ავადმყოფი
შემდეგი სტატიახაზარაძე: ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას