არის თუ არა შესაძლებელი ძალების კონსოლიდაცია ერთობის გარშემო? – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ თავის დროზე ერთობის გეგმა ოპოზიციას შორის არ შედგა, ამიტომაც ენმ სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, როცა ერთობაზე ისაუბრობს, უფრო “კონკრეტულად” ისაუბროს.
კონკრეტული საუბარი საჭირო, როდესაც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ ერთობაზე. ერთობა არის ძალიან კარგი. ენმ იყო ერთიანობის მომხრე, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მზად ვიყავით დაგვეთმო პარტიული ნომერი, კვოტები და ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ერთობა შემდგარიყო, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს ერთობა არ შედგა. ეს ერთობა მაშინაც არ შედგა პირადი ამბიციების გამო. ენმ პროცესებს სულ ვუყურებდით ასე – რომ ერთ მხარეს არის რუსული ოცნება და მეორე მხარეს არის ყველა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა და ვუყურებდით ისე, რომ მთავარი არის საერთო ბრძოლა”, – ამბობს ანა წითლიძე ტვ პირველთან.
















