7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ანა წითლიძე: სასამართლომ შუამდგომლობები არ გაითვალისწინა, გადაწყვეტილება კრემლშია მიღებული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს და გადაწყვეტილება წინასწარაა მიღებული.

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ წითლიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა ოპოზიციის არცერთი სამართლებრივად დასაბუთებული შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს.

„საქმე წმინდა წყლის პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. ოპოზიციამ არაერთი შუამდგომლობა დააყენა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ არცერთი არ გაითვალისწინა. ის, რომ მოსამართლეები ოპოზიციის მტკიცებულებებს არ იღებენ, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია კრემლში. კრემლს ის გადმოცემული აქვს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისთვის, ივანიშვილს კი — საკონსტიტუციო სასამართლოსთვის“, — განაცხადა ანა წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო მომდევნო კვირასაც გაგრძელდება
შემდეგი სტატიაბერდია სიჭინავა: კაფკას “პროცესი” რაც არის, ზუსტად იმას ვადევნებთ თვალს – არ ვიცით, ვის რა ედება ბრალად