21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ანა წითლიძე სააკაშვილისა და გვარამიას პოლიტიკურ გზებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებებზე საუბრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი,  ანა წითლიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იმ ისტორიულ და პოლიტიკურ განსხვავებებზე საუბრობს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მიერ ყოფილი გუნდების დატოვებას შორის არსებობს.

წითლიძის  განმარტებით, სააკაშვილს თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის პარტიის, „მოქალაქეთა კავშირის“ რესურსის ათვისება არ უცდია — მან შექმნა ახალი პოლიტიკური ძალა, გადავიდა ოპოზიციაში და არჩევნებში გაიმარჯვა, რასაც ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა. ამის საპირისპიროდ, ნიკა გვარამია ოპოზიციიდან ოპოზიციაში გადავიდა და მისი მთავარი პოლიტიკური კონკურენტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა.

წითლიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მკაფიოდ განსხვავებულ პოლიტიკურ გზას ირჩევდა, გვარამია კი ერთდროულად დამოუკიდებელი პარტიის შექმნასა და სააკაშვილის წარმომადგენლობას ცდილობდა, რამაც ახალი იდეების გაჩენის ნაცვლად, ოპოზიციური ელექტორატის დაქსაქსვა გამოიწვია.

„სააკაშვილის მცდელობა არ ჰქონია შევარდნაძისთვის მოქალაქეთა კავშირი აეხია. წამოვიდა, შექმნა საკუთარი პოლიტიკური ძალა და შემდეგ არჩევნებში დაამარცხა შევარდნაძე. გვარამია კი წლების განმავლობაში თავად იყო სააკაშვილის უახლოესი პოლიტიკური მოკავშირე, მინისტრი, უკვე ოპოზიციაში პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, იდეოლოგი და დამფუძნებელი მედიის ხელმძღვანელი”,_ წერს წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიანექსირებულ ყირიმში ბენზინის შემდეგ საკვების დეფიციტიც დაიწყო
შემდეგი სტატიაანა წითლიძე: გვარამიამ და ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილის რესურსი ბოლომდე გამოიყენეს და შემდეგ მიატოვეს