30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ანა წითლიძე: რუსეთი ცხინვალის რეგიონის იურიდიულ ანექსიას ახორციელებს, “ოცნების” დუმილი კი კაპიტულაციაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების იურიდიული ანექსიის მორიგ ფაზად აფასებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ საგანგებო ბრიფინგზე მმართველი გუნდის უმოქმედობა ანტისახელმწიფოებრივად და ოკუპანტის წინაშე კაპიტულაციად შეაფასა.

წითლიძის განცხადებით, ვინაიდან ხელისუფლება დიპლომატიურ ბერკეტებს არ იყენებს, ენმ საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიასა (EPP) და აშშ-ის კონგრესთან, აქტიურ მუშაობას იწყებს იმ რუსი მოხელეების დასანქცირებაზე, რომლებიც ანექსიის პროცესში მონაწილეობენ:

„კრემლი იურიდიულ ანექსიას ახორციელებს ზუსტად იქ და მაშინ, სადაც მას დე ფაქტო მმართველი რეჟიმის მხრიდან შეგნებულად სრული პასიურობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა ხვდება… ეს არ არის მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკა, ეს არის ოკუპანტის წინაშე კაპიტულაცია და რუსული აგრესიის წინაშე საქართველოს ინტერესების მიზანმიმართული ღალატი“, — განაცხადა ანა წითლიძემ.

პარტია მოუწოდებს პროევროპულ ძალებს ერთიანი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნისკენ. ამასთან, ენმ-ის საგარეო გუნდი უახლოეს პერიოდში გეგმავს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან და პარტნიორებისგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორინგის გაძლიერებას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშილოტკინზე წაქცეული ატრაქციონი მოზარდს დაეცა – დაშავებულს მძიმე დაზიანებები აქვს
შემდეგი სტატიაპაატა სალია: გაერო-ს ფორუმის თბილისში ჩატარება საქართველოს რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა