33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ანა წითლიძე: რა კონტროლი უნდა დაამყაროს მდინარაძემ რეგიონებში, მე მყავს პარლამენტში ნაცემი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე მთავრობაში მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებსა და მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნას ეხმაურება.

მდინარაძემ რა კონტროლი უნდა დაამყაროს რეგიონებში, მე მყავს პარლამენტში ნაცემი , – ამის შესახებ  ანა წითლიძემ განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

პოლიტიკოსის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება რეალურად მამუკა მდინარაძის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების მცდელობაა.

„მთელი აპარატი დაკავებულია იმით, რომ რაღაცნაირად მამუკა მდინარაძე ათრიონ, მისთვის თუ ბიძინასთვის სასურველ ადგილზე დასვან, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები — რეალურად ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მამუკა მდინარაძის მოშორებას. ასე დაიწყო ლილუაშვილზეც, რეგიონული განვითარების უწყებას ვუხსნითო და ერთ თვეში გაუშვეს ციხეში“, — განაცხადა ანა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, რეგიონებს რეალურად სუს-ი აკონტროლებს, სადაც მოსახლეობაზე, მათ შორის სოციალურად დაუცველებზე, მუდმივი თვალთვალი და ზეწოლა მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს (ის ასევე შეინარჩუნებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას).

სექტემბერში გაუქმდება სამართალდამცავთა კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტი (რომელსაც აქამდე მდინარაძე იკავებდა). უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტროც, ხოლო მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახდება.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში, დამიეტას პორტში გაზმზიდ ტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავმჯდომარეობით ეუთო-ს FSC-ის დასკვნითი სხდომა გაიმართა