ანა წითლიძე “ქართული კოშმარის” აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაგრძელდება არ აღიარების პოლიტიკა და გადამდები იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები

“ე.წ. „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის, ან მის მიერ მართული მთავრობის აღიარებას უკრძალავს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის აღიარებისკენ მოუწოდებს”, რასაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე გამოეხმაურა

ანა წითლიძის განცხადებით – “არანაირი აღიარების პოლიტიკა შეერთებული შტატებისგან არ იქნება და ამაზე მეტყველებს ახლა ძალიან კარგად ქართული კოშმარის აქტიც, რომლის ინიციატორია ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს რესპუბლიკელთა პარტიას და კონკრეტულად ტრამპის ძალიან ახლო გუნდს. “ქართული ოცნების” ეს პროპაგანდა, რომ ინაუგურაციის შემდეგ მათ ეშველებოდათ, რეალურად აღმოჩნდა კიდევ ერთი ტყუილი და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-ის მოწოდება სხვა ქვეყნებს, რომ არ აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, რადგან ის მიტაცებული აქვს კონკრეტულ ჯგუფს და არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკის განსაზღვრისთვის ყველა ქვეყნისთვის, რომელიც არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. აშშ მხარს არ დაუჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, ცემს და აწამებს ადამიანებს, ციხეში სვამს უკანონოდ ადამიანებს, ძირს უთხრის დემოკრატიას, რომელიც არის პრორუსული და რომელიც არის რეალურად მიდრეკილი იქითკენ, რომ ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა, ამიტომაც ეს პროცესი აშშ-გან იქნება კიდევ უფრო მძიმე “ქართული ოცნებისთვის” და იქნება გადამდები იმ ქვეყნებისთვის, რომელიც არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი.” – განაცხადა ანა წითლიძემ

banner
წინა სტატიაშიკალაძის თქმით, სიცრუეა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები რეპრესიულია და ეს არის ოპონენტების მიერ გამოგონილი სიცრუე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მიღებულია გადაწყვეტილება, ამერიკული კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ ზუსტი ასლის მიღების თაობაზე