11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ანა წითლიძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება

დაასახელე, ვინ არის ადამიანი, ვინც გილაურთან მიგიყვანა – მე ვიცი, ვის გულისხმობ და ისიც ვიცი, რატომ შეიძლება ძალიან ცუდ ბუმერანგად დაგიბრუნდეს მისი დასახელება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ გილაურთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა დააკავშირა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას, მთლიანი კამპანია აქვს აგებული იმაზე, რომ “გირჩები” ბიძინას შეხვდნენ და იქ დაიგეგმა ეს კამპანია” და ის აღნიშნავს, რომ მისი პოზიციები და პოსტები გილაურთან დაკავშირებით არსებობდა მაშინაც, როცა “გირჩი” გილაურზე საერთოდ არ საუბრობდა და როცა სწორედ მას აჩუმებდნენ.

„გვარამიამ „თავის გამართლების სტატუსი“ დაწერა გილაურსა და 40 მილიონზე. მთელი სტრატეგია იმაზე ააგო, რომ თურმე “გირჩები” ბიძინას შეხვდნენ და იქ დაიგეგმა ეს კამპანია. არ გამოუვა ეგ ამბავი.

ძალიან კარგად იცის, რატომ ჰქონდა ჩემთან პრობლემა ჯერ კიდევ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში და რატომ „ჩაგვხსნა“ მე და ხაბე ეთერებიდან.

ჩემი საჯარო ინტერვიუები, ჩემი პოზიციები და პოსტები გილაურთან დაკავშირებით არსებობდა მაშინაც – იმ დროს, როცა „გირჩი“ გილაურზე საერთოდ არ საუბრობდა და როცა სწორედ მე მაჩუმებდნენ.

მაგრამ ახლა სხვა რამ მაინტერესებს.

გვარამია ამბობს, რომ გილაურთან ის ადამიანმა მიიყვანა, რომელიც დღესაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“.

ჰოდა, ნიკა, თუ ამას საჯაროდ ამბობ, დაასახელე ეს ადამიანი.

ვინ არის ის, ვინც გილაურთან მიგიყვანა?

თუ არ იტყუები, ამის თქმის გამბედაობაც უნდა გეყოს.

მე ვიცი, ვის გულისხმობ. და ისიც ვიცი, რატომ შეიძლება ძალიან ცუდ ბუმერანგად დაგიბრუნდეს ამ ადამიანის დასახელება – ბევრი ისეთი რამ შეიძლება გახდეს საჯარო, რაზეც ახლა და არც არასოდეს საუბარი ნამდვილად არ გაწყობს.

მაგრამ რადგან ეს ამბავი თავად გამოიტანე საჯარო სივრცეში, პასუხისმგებლობაც შენზეა.

დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა. („ნაცმოდან“)

თუ არ დაასახელებ, ორიდან ერთი გამოდის: ან იტყუები, ან ამ ადამიანის დასახელება გეშინია.

ორივე შემთხვევაში – ძალიან სუსტად ჩანხარ. გელოდები, ნიკა. დაასახელე, თორემ მერე მე გკითხავ საჯაროდ“, – წერს ანა წითლიძე.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: აფხაზ ხალხთან დაძმობილება საწვავის შეტანით არ ხდება
შემდეგი სტატიაირაკლი ფავლენიშვილი: ოთარ ფარცხალაძე არის რუსეთის გაცხადებული აგენტი