14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ანა წითლიძე: “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია ძალიან ცხადია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არანაირ დემარშსს, გამოსვლას არ აპირებს”.

მისი თქმით, პარტიის პოზიცია ძალიან ცხადია – იქნებიან ყველა ბრძოლაში, სადაც იქნება “ნამდვილი ბრძოლა და არ იქნება ურთიერთგარჩევები”.

“ნაციონალური მოძრაობა” არანაირ დემარშსს, იქ რაღაცა გამოსვლას, სადმე შესვლას არ აპირებს ნამდვილად. ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცხადი, რომ ჩვენ ყველა ბრძოლაში ვიქნებით, სადაც იქნება ბრძოლა, ნამდვილი ბრძოლა სადაც იქნება და არ იქნება რაღაც ასეთი ურთიერთგარჩევები.

მე რასაც ვხედავ, გულწრფელად რომ გითხრათ და მე დავეთანხმე პრეზიდენტ სააკაშვილს მის ამ ბოლო დღეების სტატუსებს, თუმცა მგონია, რომ ბევრად ადრე… უბრალოდ მიშა არის, ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მას იცნობს, არის ძალიან მიმტევებელი ადამიანი, თორემ მას ბევრად ადრე უნდა ეთქვა სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც პერსონალურად ის დააზიანეს, მათ შორის 2024 წლის გარჩევებზე. ბევრ ვიღაცას ვგულისხმობ, არ დავაკონკრეტებ ახლა, მაგრამ ბევრ ადამიანს ვგულისხმობ. ბევრად ადრე უნდა ეთქვა ეგ სიმართლე, მაგრამ მისი პოზიცია ყოველთვის არის ის, რომ ახლა რაღაც ამ გარჩევებზე ბევრად მნიშვნელოვანი არის საერთო საქმე და არის ის, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს. სულ ასე უყურებდა პროცესებს, ახლაც ასე უყურებს,” – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა დაწერა: “არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ”. მისი თქმით, ის არ აპირებს, ვინმეს ზურგში დანის ჩარტყმა მოუთმინოს და არც ვიღაცის მიერ დაწესებული წესებით მოქმედებას.

banner
წინა სტატიაში„ძლიერი საქართველო – ლელო”: ბიზნესმენებს საქართველოში უკვე თავისუფალი აზრის გამოხატვა ეკრძალებათ, მოქალაქეებს ტროტუარზე დგომა, ხოლო ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა
შემდეგი სტატიასამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” 1 022 500 ევროდ 2500 ერთეულ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს