ანა წითლიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

დღეს, 12 ივნისს 2 საათზე ზუგდიდის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ანა წითლიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს.
გამოკითხვა ეხება შემდეგ საქმეებს:
1. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსული კონტრაბანდული საქონელი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტია სოფელ რუხში მცხოვრებ 40 ოჯახს, პარტიზანული მოძრაობა “ტყის ძმების” მეთაურმა დავით შენგელიამ, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაურღვია ღობეები და არ აძლევს მიწის დამუშავების საშუალებას.
3. ე/წ “გულუას პარკის”, შპს “თაუნ პარკის” საკუთრებაში გადაცემა კორუფციული გარიგების საფუძველზე.
4. შპს “თაუნ პარკი” სარგებლობს მფარველის ზეგავლენით, მათი თანამშრომლები არ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას.
5. 2 წლის წინ დაზიანებული ყინულის სასახლე დღესაც არ ფუნქციონირებს.
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელსა და ალერტკარში წინასაარჩევნოდ გამოყოფილ იქნა თანხები ჭაბურღილის გასათხრელად. აღნიშნულ სოფლებში ჭაბურღილი გათხრილი იქნა რამოდენიმეჯერ თუმცა მოსახლეობას წყალი დღემდე არ მიეწოდება.
7. ზუგდიდის N4 საჯარო ბაღის რეაბილიტაციისათვის ზუგდიდის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული რაოდებობის თანხა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემდეგ გაირკვა რომ, აღნიშნული შენობა ნაგებობა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას

banner
წინა სტატიაშივერანაირ კომენტარს ახლა ვერ გავაკეთებ, გვექნება შეხვედრები, სამუშაო ფორმატი – ეკა ბესელია სამთავრობო ცვლილებებზე
შემდეგი სტატიანათელაშვილი საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებს