15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ანა წითლიძე მოსამართლეებს: ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, გვყავდა ილიაც და ბერბიჭაშვილებიც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია

ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, გვყავდა ილიაც და ბერბიჭაშვილებიც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულები.

„ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულები. „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის 9 წელი. თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი – ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეს, გვყავდა ილიაც და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც, რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშისემეკს უფლებამოსილება ენიჭება, როგორც წყალმომარაგების, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, მოხმარებული მოცულობების მიხედვით, განსხვავებული ტარიფები დაადგინოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: რეჟიმი ფიქრობს, რომ ოპოზიციური ველის განადგურება საშუალებას მისცემს, შექმნას მარიონეტული, „პროქსი“ პარტიები ყალბი პლურალიზმისთვის