26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ანა წითლიძე: გვარამიამ და ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილის რესურსი ბოლომდე გამოიყენეს და შემდეგ მიატოვეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკას ეხმაურება და ნიკა გვარამიასთან ერთად პოლიტიკურ არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებს. წითლიძის  განცხადებით, ოპონენტებმა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყველა პრივილეგიით ისარგებლეს.

როგორც წითლიძე სოციალურ ქსელში წერს  ნიკა გვარამიამ საკუთარი პოლიტიკური პროექტის შესაქმნელად ენმ-ის ლიდერის რესურსი გამოიყენა, ოპოზიციური გუნდი კი მისთვის ყველაზე მძიმე მომენტში, პატიმრობის პერიოდში მიატოვა.

„ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ,“ — ანა წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე სააკაშვილისა და გვარამიას პოლიტიკურ გზებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაისრაელმა ლიბანიდან გაშვებული ორი ჭურვი გაანეიტრალა