8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ანა წითლიძე: განხილვამ აჩვენა, რომ არაფერზე არ დგას საკონსტიტუციო სარჩელი გარდა პოლიტიკური მანიპულაციისა და შურისძიებისა

ერთკვირიანმა არსებითმა განხილვამ რეალურად ანახა ამ სარჩელის სამართლებრივი სრული აბსურდულობა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ქოცური“ სტანდარტითაც კი იმდენად დაბალი რანგის წარმომადგენლობა ჰყავთ გამოშვებული, რომ ერთკვირიანმა არსებითმა განხილვამ რეალურად ანახა ამ სარჩელის სამართლებრივი სრული აბსურდულობა. ირაკლი ზარქუა და დაჩი ბერაია ბევრად უკეთესად დაიცავდნენ ამ სამართლებრივ აბსურდულობას. განხილვამ აჩვენა, რომ არაფერზე არ დგას ეს სარჩელი გარდა პოლიტიკური მანიპულაციისა და შურისძიებისა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს კიდევ უფრო ნათლად ნახავს საზოგადოება, რა ტყუილებზე და ჭორებზე დააფუძნეს საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ძალიან ნათლად ჩანდა განსხვავება, ვის მხარესაა სიმართლე. სიმართლე არის ოპოზიციური პარტიების მხარეს, რომელთა აკრძალვასაც რეჟიმი ცდილობს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს დიქტატურის გაფორმება
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: მოთმინება საქართველოშიც ივსება – ხვალ შეიძლება, გაჩნდეს სტუდენტების ან გლეხების მოძრაობა