„ნებისმიერი ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს საპროცესო შეთანხმება არის ტაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მე ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ამით. ისინი ამ შეთანხმების შედეგად გარეთ იქნებიან და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები ვიდრე ციხეში. ამიტომაც ვერანაირად ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს ისრები იმ მიმართულებით გადაისროლოთ რა მიმართულებითაც გადაისროლეთ.
4 ოქტომბერი იყო წინააღმდეგობის დღე. ეს ადამიანები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები. ეს ტაქტიკაც, რომ საპროცესო გააფორმონ არის მათი უფლება და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვერ ვხედავ. ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისთვის, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ აუცილებლად გაგრძელდება.
ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ტაქტიკური სვლა, იქნება ეს საპროცესო შეთანხმება თუ სხვა რამ, იმისათვის რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც უსამართლოდ ტყვედ ჰყავს რეჟიმს აყვანილი, ციხეს თავი დააღწიონ და იყვნენ გარეთ, იბრძოლონ, არის გამოსაყენებელი და მისასალმებელი“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძისა და გური ჟვანიას მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნაზე გამოხმაურებისას.















