16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ანა წითლიძე: ეს მიშას კი არა, კოლექტიური ლემონჯავების რეპუტაციას აზიანებს

“არ მიყვარს ასეთ თემებზე საჯაროდ საუბარი, თუმცა როცა ეს საჭირო ხდება, გვერდის ავლა აღარ გამომდის და არც მინდა.
სხვათა შორის, ლემონჯავას მამა, გოჩა ლემონჯავა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, მანამდე — ფოთის მერი. 2012–2018 წლებში ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრიც იყო და მიშასთან საერთო შეხვედრებზეც არაერთხელ მინახავს. განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას – ჩემი ყურადღება ამით მიიქცია.
იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა. წლების შემდეგ ის „დროაში“ გამოჩნდა.
ბევრი რამის თქმა შეიძლება, არცთუ სახარბიელოსი:) მაგრამ ამ ეტაპზე ერთს ვიტყვი: მინიმალური პოლიტიკური ეთიკა და ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა არსებობდეს იმ ადამიანებისა და სივრცის მიმართ, საიდანაც მოდიხარ და რომელმაც შეგქმნა. ეს, საბოლოო ჯამში, მიშას კი არა, კოლექტიური ლემონჯავების რეპუტაციას აზიანებს.
ბელადები სახლებში მოიკითხეთ, ძვირფასებო”,_ ამ განცხადებით ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ “დროას” წევრ გიგა ლემონჯავაზე გაკეთებულ განცხადებას.
ცნობისთვის, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიგა ლემონჯავას (დროადან), განცხადებას სიცრუე უწოდა.
როგორც ლემონჯავამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა თავი ერთპიროვნულ ლიდერად გამოაცხადა.
banner
წინა სტატიაშიტრამპი: შემატყობინეს, რომ პროტესტის მონაწილე რვა ირანელ ქალს სიკვდილით აღარ დასჯიან
შემდეგი სტატიაიშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება – სამინისტრო