“ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის იმის ჩვენება, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ გადაცემაში “დღის ამბები”.
“9 წლის განმავლობაში ეს შევძელით და შეგვიძლია ახლაც, დავასრულოთ ის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და სიღარიბე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დააბრუნეს“,_ განაცხადა ანა წითლიძემ.















