23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ანა ტრაპაიძე: დიღმის ჭალებში სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს, მოვითხოვთ შეჩერებას

აქტივისტ ანა ტრაპაიძის თქმით, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, სტადიონის მშენებლობის მიზნით ახლა მიწის მოსწორებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, მშენებლები საპროექტო არეალს გასცდნენ, ხე-მცენარეები დააზიანეს და მიმდებარე ტერიტორია დააზიანეს, რაც, აქტივისტის შეფასებით, უკანონობაა, რადგან შესაბამისი ნებართვა არ არსებობს. ის მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.

გამოცემა პუბლიკა მთავრობის შესაბამის განკარგულებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით 26 331 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გაეცა შპს სპორტულ კლუბ „ათლეტიკს”. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი გოგისვანიძეა.
ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
არანაკლებ 2 ერთეული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა;
არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილი გასახდელი – (არანაკლებ 4 გასახდელისა, თითოეული არანაკლებ 25 ადამიანზე გათვლილი);
არანაკლებ 300 ადამიანის ტევადობის ტრიბუნა;
სამედიცინო, მსაჯების ოთახი; სამწვრთნელო და საკონფერენციო სივრცე/დარბაზები;
არანაკლებ 100 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის შექმნა და ა.შ.

 განკარგულებით, კომპანიამ 2 600 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

banner
წინა სტატიაში“ბათუმიდან გონიომდე, მდინარე ჭოროხზე ახალი საფეხმავლო ხიდის მოწყობა იგეგმება”- პატარიძე
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: იმაზე კამათი, თუ რომელ ტაქტიკას ემხრობა ამერიკა, სასაცილოა