ანა ფრანკის დღიურში სექსზე “უხამსი” ხუმრობები და აზრები იპოვეს

ანა ფრანკის დღიურიდან მანამდე გამოუქვეყნებელი ორი გვერდი დაიბეჭდა, სადაც სექსზე მისი აზრები და ხუმრობებია მოცემული. ამ ებრაელი გოგონას დღიური ნიდერლანდებში, ფაშისტებისგან მალვის პერიოდშია დაწერილი, დღიური მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული წიგნია. დღიურის საიდუმლო გვერდებზე ქაღალდი იყო დაწებებული, სავარაუდოდ, იმისათვის, რომ ახლობლებისგან დაემალა ძალიან თამამი აზრები. ახალმა ციფრულმა დამუშავებამ მეცნიერებს საშუალება მისცა გვერდები წაეკითხათ.
ჩანაწერები გაკეთებულია 1942 წლის 28 სექტემბერს. “ამ გაფუჭებულ გვერდებს “უხამსი” ხუმრობებისთვის გამოვიყენებ” – წერს ანა ფრანკი და ჩანიშნული აქვს რამდენიმე ანეგდოტი.
თავდაპირველად ის მსჯელობს სექსუალურ განათლებაზე, ისე, თითქოს ვიღაცას უხსნის მას და ახსენებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რომელზეც, როგორც ანა წერს, მამა მოუყვა.
“ანა ფრანკი სექსზე სრულიად გასაოცარი სახით წერს, მასაც, ისევე, როგორც ნებისმიერ მოზარდს, აინტერესებდა ეს თემა” – ანა ფრანკის მუზეუმის წარმომადგენელი რონალდ ლეოპოლდი წერს. იმაზე აზრზეა ჰოლანდიის ომის, ჰოლოკოსტისა და გენოციდის ინსტიტუტის დირექტორი ფრანკ ვან ვრიე, რომელიც გვერდების გაშიფრვაში მონაწილეობდა. “შეუძლებელია ღიმილის გარეშე წაიკითხო ეს გვერდები. ეს “უხამსი” ანეგდოტები, უბრალოდ კლასიკაა მოზარდებში. გარდა ამისა, ეს გვერდები იმის მაგალითია, რომ ანა ფრანკი, თავისი ტალანტის მიუხედავად, ჩვეულებრივი გოგონა იყო” – ამბობს ვრიე.

ანა ფრანკის ოჯახიდან მხოლოდ მამა, ოტო ფრანკი გადარჩა. მან მთელი თავისი ცხოვრება ანას დღიურის გამოცემას მიუძღვნა.

banner
წინა სტატიაშიფხენიანმა სეულთან მოლაპარაკებები გააუქმა და აშშ-სთან სამიტის გაუქმებით იმუქრება
შემდეგი სტატიაSotheby’s-მა იშვიათი ლურჯი ბრილიანტი 6,7 მილიონ დოლარად გაყიდა