,,შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენებით”

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ანა ფოტიგა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

,,შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, რომლებიც დაემთხვა ევროპარლამენტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის ვიზიტს.

ჩემი ბოლო ვიზიტის დროს მე დადებითი შეფასება მივეცი ქვეყნის მზაობას მიიღოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ქართული ჯარის მოდერნიზებას, და მისი მზადყოფნის დონეს ნატო-სთან თანამშრომლობისთვის და ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის საერთო პოლიტიკის (CSDP) მისიებში მონაწილეობის მისაღებად. მე ასევე მაღალი შეფასება მივეცი საქართველოში EUMM-ის მისიას. ვთვლი, და ამის შესახებ განვაცხადე უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის ვიზიტის დროს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ვიზა ლიბერალიზაცია.

თუმცა, ვიზიტის ბოლოს ძალზედ შემაშფოთებელი ინციდენტი მოხდა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, როდესაც არსებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქე მოკლეს აფხაზმა „მესაზღვრეებმა“. მკაცრად ვგმობ ამ დანაშაულს და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს ის და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. ეს მოვლენები ადასტურებს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექამიზმის სასწრაფოდ აღდგენის აუცილებლობას.

გარდა მაგისა, ქართული მედიის ინფორმაციის თანახმად, 22 მაისს მოხდა სასტიკი თავდასხმა ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზუგდიდის ადგილობრივი შუალედური არჩევნების დროს, რის ორგანიზებაშიც ადანაშაულებენ ადგილობრივი პოლიციის უფროსს. ქართული მედიის თანახმად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და დეპუტატებს გაუსწორდა თავდამსხმელთა კარგად ორგანიზებული ჯგუფი, პოლიციის ადგილზე ყოფნის მიუხედავად. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ძალადობის ეს აქტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და საჯაროდ დაგმოს მათი ქმედებები”- აცხადებს ფონტიგა.

banner
წინა სტატიაშიევროპის სახალხო პარტია გმობს თავდასხმას ქართულ ოპოზიციაზე
შემდეგი სტატია“სული მტკივა, რომ ვერ გეხმარებით, მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით”