ანა ფოტიგა – მიშა, ჩვენ შენთან ვართ

მიშა, ჩვენ შენთან ვართ, – ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ეტყოდა ის სააკაშვილს.

„ამ ფორმით მიმართვა რთულია, პირადი საუბარი გაცილებით მარტივია. ვიტყვი, მიშა, ჩვენ შენთან ვართ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ფოტიგამ მედიასთან ისაუბრა მისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარის დეტალებზე.

„საქართველოში ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყო, მისი პატიმრობის ადგილზე. ჩვენ ვიცით მისი გადაწყვეტილება შიმშილობის თაობაზე და შეშფოთებული ვართ მისი შიმშილობის ხანგრძლივობით“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: თქვენ ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური – სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მე-18 დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო