ანა ფოტიგა კახა კუჭავასთან შეხვედრას აპირებს

ანა ფოტიგა უკვე 2 დღეა ელოდება, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შევა. ევროპარლამენტარი დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრას აპირებს. ინფორმაციას ადასტურებს კუჭავაც. თუმცა ის ევროპელი პოლიტიკოსების ციხეში არდაშვებაზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, “ოცნების” ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში რთულ პირობებშია და რეალურად, ხელისუფლებამ მართლაც დილეგში გადაიყვანა.

“ეს არის მათი დამოკიდებულების გამოხატვა ევროპარლამენტარებისადმი, სადაც საყოველთაო ინტერესია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. განსაკუთრებით ეს ინტერესი გაიზარდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაცივილიზებული, არაჰუმანური და ველური დამოკიდებულების გამომჟღავნებელი კადრების გავრცელების შემდეგ”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე.

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სიახლე არ არის, რომ “ოცნება” დასავლელ პარტნიორებს პატივს აღარ სცემს და მათი ერთადერთი მოკავშირე ახლა რუსეთია.

“ხელისუფლებას დიდიხანია აღარ აინტერესებს დასავლეთის რეაქცია რა იქნება და როგორ იქნება. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 19 აპრილის შეთანხმებასთან მიმართებაში…ჩაქნეული აქვთ ხელი, მათი ერთადერთი მოკავშირე რჩება ახლა რუსეთი”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიქალაქ წალენჯიხაში, თვალთვაძის ქუჩაზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
შემდეგი სტატია“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები ეროვნულ ბანკთან ყავას 1 დოლარად ყიდიან