ანა ნაცვლიშვლი: ფარული ჩანაწერების საქმე არ უნდა მივივიწყოთ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება წინ არ წასულა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კამპანა „ეს შენ გეხებას“ წევრები უკვე დიდი ხანია ელოდებიან გამოძიების კონკრეტულ შედეგს, „თუმცა ბოლო პერიოდში პროკურატურის მხრიდან ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საიას თავმჯდომარის თქმით, გამოძიების მიერ დასახელდა რამდენიმე ქვეყანა, საიდანაც სავარაუდოდ მოხდა მასალების ატვირთა.

„გამოძიებას საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა შეგვეფასებინა, რამდენად სრულყოფილად და ეფექტურად მიმდინარეობს ეს გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ მიეცეს მივიწყებას”, – განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკი მიესალმება სახალხო დამცველის მოთხოვნას N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმების შესახებ
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე: „რუსულ პროპაგანდაზე“ გომელაურთან კითხვები შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს ქონდეს