ანა ნაცვლიშვილს და “ევროოპტიმისტების” დეპუტატს ხატია დეკანოიძეს იურიდიიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ატოვებინებენ

პარლამენტში ოპოზიციონერების გაძევება დაიწყეს – “ლელოს” დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს და “ევროოპტიმისტების” დეპუტატს ხატია დეკანოიძეს იურიდიიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ატოვებინებენ.

ანრი ოხანაშვილმა მათი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ევროკავშირის დროშა გაშალა.

დეპუტატების გაძევებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომაზე რუსული კანონის პრეზენტაციას მამუკა მდინარაძე აკეთებს, მას დეპუტატები კითხვებით მიმართავენ და სთხოვენ განმარტებას, რა საჭირო იყო რუსული კანონის ხელახლა შემობრუნება, როდესაც პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირში არ არსებობს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეზღუდვები მოქმედებს და გარკვეულ მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინ მედიას არ აქვს შესაძლებლობა დასწრების, გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც ვერ შეძლო კომიტეტზე შესვლა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს უღალატა – კახა კინწურაშვილი
შემდეგი სტატიაალექსანდრე რაქვიაშვილმა ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა იწყება და კომიტეტის სხდომაზე შესვენება გამოაცხადოს