“ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, შს მინისტრს კითხვით მიმართა.
“რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება ცესკოს თავმჯდომარის მიერ მოყოლილი საოცარი ამბავი თუ ზღაპარი, როდესაც მის მანქანაში ვიღაცამ ჩაიხედა და ამაზე ააგეს მერე კონსპირაციის თეორია. მაინტერესებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობს თუ არა გამოძიებაზე და მაინტერესებს, რა ეტაპზეა მისი გამოძიება და რა შედეგებზე გავიდნენ, რაკი ასეთი მძიმე იყო ბრალდებები მმართველი გუნდის მხრიდან. ალბათ, გომელაურს ექნება რაიმე ტიპის პასუხი ამაზე”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სიცოცხლის ხელყოფის მცდლეობაზე ღია ეთერში საუბრობდა, “ოცნება” კი ამ საქმეს ოპოზიციას უკავშირებდა.