ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ბრალდების მხარე დღეს სასამართლოს იმ მტკიცებულებებს წარუდგენს, რომლის საფუძველზეც სასამართლომ საქმე არსებით განხილვაზე უნდა გადასცეს. მხარეები დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნული მტკიცებულებების კანონიერებასა და დასაშვებობაზეც იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარეს უკვე აქვს მთავარი ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმადაც გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი პრეზიდენტად, გახარია პრემიერ-მინისტრად
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : ნარკომომხმარებლების მიმართ ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების ამოქმედება აუცილებელია