„სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე დაგიმარცვლეს და ისე აღგიწერეს, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად. დანარჩენი ან შესრულებელი არ არის ან მეტწილად შეუსრულებელია. ეს არის სიმართლე და ეს სიმართლე გამხელთ თქვენ“, – მიმართა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ტყუის, როცა ამბობს, რომ მას ოპოზიცია უშლის ხელს რეკომენდაციების შესრულებაში.
„თუ ოპოზიცია გიშლით ხელს რეკომენდაციების შესრულებაში, იმ სამის შესრულებაში ვერ შეგიშალათ ხელი? საქმე იმაშია, რომ როდესაც პოლიტიკური ნება არსებობს, მაშინ რეკომენდაციები სრულდება, მაგალითად, გენდერული თანასწორობის რეკომენდაცია, სხვათა შორის, ოპოზიციის ჩართულობით. როდესაც პოლიტიკური ნება არ არსებობს და რეკომენდაციის შესრულება თქვენს ძალაუფლებას შეუქმნის საფრთხეს, მაშინ არ გინდათ, რომ შეასრულოთ, როგორიც არის, მაგალითად, სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია“, – მიმართლა საპარლამენტო უმრავლესობას ანა ნაცვლიშვილმა.