ანა ნაცვლიშვილი: წინასაარჩევნოდ, სექსუალური უმცირესობების თემებით ქულების დაწერას ცდილობენ

კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება, წინასაარჩევნოდ ქულების დაწერის მცდელობაა.

ნაცვლიშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემებით, წინასაარჩევნოდ, მანიპულირება ხდება.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა. ტრადიციულად, განსაკუთრებით, სექსუალური უმცირესობების თემებით ცდილობენ წინასაარჩევნოდ ქულები დაიწერონ, ამომრჩევლისთვის სხვა არაფერი აქვთ შესათავაზებელი”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს ცესკო-მ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა. რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს – თანახმა ხართ თუ არა, რომ ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა?

კანონმდელობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტისთვის. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის თანხმობა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს ხვალიდან შეეძლებათ
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი ბოევიკი ტერორისტების გეგმებზე საუბრობს