ანა ნაცვლიშვილი თამარ ჟვანიას ურჩევს, თანამდებობიდან გადადგეს

ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ურჩევს, თანამდებობიდან გადადგეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანა ნაცვლიშვილი დროებით საგამოძიებო კომისიაში თამარ ჟვანიას დაბარებას გამოეხმაურა.

„როცა ამ თანამდებობაზე თამარ ჟვანია ინიშნებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სიტყვების თქმა მომიწევდა, მაგრამ თამარ ჟვანიას საჯაროდ ერთადერთ რამეს ვეტყოდი – მას ერთადერთი, რაც შეუძლია, გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის და სახელმწიფოსთვის, ეს არის მისი გადადგომა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 166, აჭარაში – 18, იმერეთში – 17
შემდეგი სტატიაბადრი ჩემთვის მკვდარია – ბადრი ესებუას მამა