ანა ნაცვლიშვილი : საგარეო პარტნიორები ძალიან ზედმიწევნით ადევნებენ თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის შიგნით ვითარდება

ბათუმში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირისპირ შეხვდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის. შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, დეტალები მედიას საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.

„შეხვედრის ნაწილი დაეთმო საგარეო გამოწვევებს, მაგრამ ამავე შეხვედრის მნიშვნელოვან ნაწილში საუბარი იყო ქვეყნის შიგნით არსებულ საკითხებზეც, ისეთი, როგორიცაა მედიის მიმართულებით არსებული პრობლემები, სასამართლოს მიმართულებით არსებული პრობლემები, ერთპარტიული კონსტიტუცია და ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.

ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან ძალიან დაინტერესებული, არა მარტო საქართველოს საგარეო საკითხებით და რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევებით, არამედ ჩვენი საგარეო პარტნიორები ძალიან ახლოს და ზედმიწევნით ადევნებენ თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით ვითარდება და რამდენად არის ეს პროცესები დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართველი სტუდენტები პრემიერ-მინისტრს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავენ
შემდეგი სტატიაქართული საუნივერსიტეტო დელეგაცია სან-დიეგოში ABET-სიმპოზიუმს დაესწრო