ანა ნაცვლიშვილი” რუსთავი 2″-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორს და ობიექტურს უწოდებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. ანა ნაცვლისშვილის თქმით, აქამდე მსგავსი ფაქტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ მომხდარა.

“მსგავსი ფაქტი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აქამდე არ მომხდარა. სასიხარულოა, მაგრამ თან გული მტკივა ეს ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ განხორციელდა,” – თქვა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი” რუსთავი 2″-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორს და ობიექტურს უწოდებს და იმედოვნებს, რომ ამ მაგალითით ხელისუფლება ჭკუას ისწავლის.

სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ვადა გუშინ გაახანგრძლივა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს აეროპორტები მგზავრთა ნაკადის გაზრდას 40%-იდან 48%-მდე ელოდებიან
შემდეგი სტატიაGuardian-ი: Wikileaks-ი რუსეთის აგენტივით იქცევა